ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპთან შეხვედრისას მიმდინარე კონფლიქტზე, ასევე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპთან შეხვედრისას მიმდინარე კონფლიქტზე, ასევე სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობაზე ისაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრისას მიმდინარე კონფლიქტი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობა, ასევე, სამხედრო ტყვეებისა და რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი განიხილა.

ამის შესახებ წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის დროს პაპმა საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური ინიციატივები მხარეებს მდგრად და სამართლიან მშვიდობამდე მიიყვანს.

ლეო XIV-მ ომში დაღუპულთა გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და დაადასტურა მზადყოფნა, ვატიკანში მოლაპარაკებებისთვის რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მიიღოს.