ვოლოდიმირ ზელენსკიმ კირ სტარმერთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, მიზანი უკრაინაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივების განხილვაა ჟენევაში აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტმა კირ სტარმერთან სატელეფონო საუბარს „კარგი და პროდუქტიული“ უწოდა.
ზელენსკის თქმით, მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შესახებ აცნობა.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ განმარტა, რუსეთი მასშტაბურ დარტყმებს იმ დროს ახორციელებს, როდესაც „უკრაინა, ამერიკასთან, ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად, პრაქტიკულად, 24 საათის განმავლობაში მუშაობს სისხლისღვრის შესაჩერებლად“.
„ჟენევაში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩვენ ვხედავთ მრავალ პერსპექტივას, რამაც შეიძლება, მშვიდობისკენ მიმავალი გზა რეალობად აქციოს. მნიშვნელოვანი შედეგებია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. დღეს გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
This morning, I spoke with Prime Minister of the United Kingdom @Keir_Starmer. It was a good and very productive conversation.
I thanked the Prime Minister for the condolences he expressed to the Ukrainian people. Last night, Russia launched another attack – at a time when… pic.twitter.com/8twO1mYLLr
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 25, 2025