​ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის მხარდაჭერის წყაროდ აქციონ იქამდე, ვიდრე მოსკოვი მათ უკან დაბრუნებას შეძლებს

16:48, 16.10.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ​ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპელ მოკავშირეებს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის მხარდაჭერის წყაროდ აქციონ იქამდე, ვიდრე მოსკოვი მათ უკან დაბრუნებას შეძლებს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მადლიერია გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც 90 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდამჭერ სესხს ეხება.

„მთავარი პრიორიტეტი ის არის, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, მოგვიანებით გავლენა მოახდინოს ამ აქტივებთან დაკავშირებულ განხილვებზე, რადგან, კარგად ვიცით, მათ სურთ, ეს აქტივები დაიბრუნონ. ეს რუსეთის ერთ-ერთი მიზანია. შესაბამისად, უკრაინას სურს, ეს სახსრები რაიმე ფორმატით მიიღოს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ეს განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გამოცემა „ფაინენშელ თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას აშშ-ის მომლაპარაკებლებმა წამოაყენეს გეგმა აქტივების ნაწილის გათავისუფლების შესახებ, როგორც მოსკოვის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის წახალისების საშუალება. ევროპელებმა, რომლებიც აღნიშნულ აქტივებს განკარგავენ, ეს წინადადება უარყვეს.

მსგავსი