ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალურ შტაბს მიმართა, რომ ყველა გადაწყვეტილება მასთან შეათანხმონ
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალურ შტაბს მიმართა, რომ ყველა გადაწყვეტილება მასთან შეათანხმონ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალურ შტაბს მიმართა, რომ ყველა გადაწყვეტილება მასთან შეათანხმონ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საუბარი წვევამდელებისთვის, სამხედრო მოსამსახურეებისა და რეზერვისტებისთვის რეგისტრაციის მისამართის დატოვების უფლებასთან დაკავშირებით ცვლილებებს ეხება.

„დღეს გენერალური შტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ახალწვეულთა და რეზერვისტებისთვის რაიმე სახის ნებართვების მიღების წესის დამტკიცების შესახებ გენშტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ვხედავ, რომ არსებობს სხვადასხვანაირი შეფასებები. ვუბრძანე თავდაცვის სამინისტროს, ასევე გენერალურ შტაბს, რომ მომაწოდონ ყველა სახის ინფორმაცია, ვპირებდი მოსახლეობას, რომ ამ საქმეს გავუმკლავდები“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის გენერალური შტაბის ახალი დადგენილების მიხედვით, წვევამდელებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და რეზერვისტებს ომის დროს საცხოვრებელი ადგილის დატოვება ეკრძალებათ შესაბამისი უწყებების ნებართვის გარეშე. ამავდროულად, აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სპეციალური ნებართვის მიღება 30 დღიდან ერთ წლამდე ვადით.

დატოვე კომენტარი