ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის მართვას არ გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის მართვას არ გეგმავს. ეს განცხადება მან Axios Show-ში გააკეთა.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის პარლამენტს არჩევნების ორგანიზების თხოვნით მიმართავს.
როდესაც ჰკითხეს, ომის დასრულების შემდეგ თავის საქმიანობას დასრულებულად მიიჩნევდა თუ არა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ „მზად“ იქნებოდა თანამდებობიდან გადადგომისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას ესმის, რომ ხალხს შეიძლება, სურდეს „ლიდერი ახალი მანდატით“, რომელიც მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხები არჩევნების ორგანიზებას გაართულებს, თუმცა მიაჩნია, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია.