ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ამერიკელ სენატორებთან ონლაინბრიფინგი, რომლის დროსაც ფრონტზე არსებული ვითარებისა და იარაღის საჭიროების შესახებ უნდა ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააუქმა ამერიკელ სენატორებთან ონლაინბრიფინგი, რომლის დროსაც მას ფრონტზე არსებული ვითარებისა და იარაღის საჭიროების შესახებ უნდა ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინული მედია აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
შუმერის თქმით, ზელენსკიმ აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო და დასძინა, რომ სენატორების წინაშე დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ისაუბრებს, რომელმაც კარგად იცის, თუ როგორ სჭირდება უკრაინას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილი დახმარება.
სენატში დემოკრატების ლიდერმა აღნიშნა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა.