ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვითი მხარდაჭერა და ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვითი მხარდაჭერა და ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, თავდაცვითი მხარდაჭერა და ევროინტეგრაციის საკითხები განიხილა.

„საფრანგეთი უკრაინის გვერდით დგას. ჩვენ მადლიერი ვართ ფრანგი ხალხის და პირადად პრეზიდენტ მაკრონის ჩვენი ქვეყნის ასეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის და საფრანგეთის ლიდერობისთვის მრავალ ინიციატივასა და კოალიციაში“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ემანუელ მაკრონთან ერთად იმსჯელა პოზიციებზე „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის წინ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან ერთად განიხილა უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერის საკითხები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობები.