ვოლოდიმირ ზელენსკიმ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, საფრანგეთის ლიდერთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინის სამხედრო საჭიროებები განიხილა. მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ვილნიუსის „დიდი შვიდეულის“ სამიტის დეკლარაციაში გათვალისწინებულ უსაფრთხოების გარანტიებს.
„მადლობა გადავუხადე მაკრონს და ფრანგ ხალხს ურყევი მხარდაჭერისთვის, ძალიან პოზიტიური და მიზანმიმართული საუბარი გვქონდა. ზუსტად ისეთი, როგორიც ახლა არის საჭირო“, – წერს ზელენსკი.
I spoke with @EmmanuelMacron and thanked him and the French people for their unwavering support.
A very positive and focused call, which is exactly what is required right now.
We talked about the battlefield situation and Ukraine’s defense needs, which include drones, artillery… pic.twitter.com/KfnAdNsoXH
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 10, 2024