ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად მიწვევა მიიღო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად მიწვევა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიწვევა მიიღო. შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ნოემბერში გაიმართება.

ზელენსკიმ მიწვევა უკრაინაში ვიზიტით მყოფი ინდონეზიის პრეზიდენტის, ჯოკო ვიდოდოსგან პირადად მიიღო.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მონაწილეობის საკითხი ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ კიდევ ვინ დაესწრება ამ სამიტს.

აღსანიშნავია, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ინდონეზიის პრეზიდენტმა ასევე მიიწვია რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი, რომელსაც ის ხუთშაბათს პირადად შეხვდება.