ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჰააგაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეხვედრის დროს მხარეებმა შეაფასეს შემდგომი ერთობლივი ნაბიჯები და განიხილეს „დიპლომატიური სამუშაო რუსეთზე ზეწოლის მოსახდენად“.
„განვიხილეთ ჩვენი საჰაერო ფლოტის დამატებითი „მირაჟებით“ გაფართოების შესაძლებლობა, საბრძოლო დრონების ერთობლივი წარმოება და ინვესტიციები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ლიდერებმა ასევე განიხილეს ე.წ. მსურველთა კოალიციის განვითარების საკითხი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი წერს, ნატო-ს სამიტისგან მხარეები ელოდებიან რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას.
I met with President of France @EmmanuelMacron to coordinate our next joint steps and discuss diplomatic efforts aimed at increasing pressure on Russia.
We addressed the possibility of expanding our air fleet with additional Mirage aircraft, as well as co-production and… pic.twitter.com/7O2DmwVxBx
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 24, 2025