ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სერბეთის ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სერბეთის ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდ ვუჩიჩს ვესაუბრე. გვქონდა შინაარსიანი დისკუსია ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის შესახებ. არსებობს სფეროები, სადაც შეგვიძლია ერთმანეთის დახმარება“, – წერს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
„ჩვენი ქვეყნები თანაბრად არიან ამით დაინტერესებული და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ლიდერები კონტაქტების შენარჩუნებასა და შემდგომ კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.
I spoke with the President of Serbia, @avucic.
We had a substantive discussion on the European integration of our countries. There are areas where we can assist one another. We also addressed opportunities for cooperation in regional security. Our countries share this interest,… pic.twitter.com/ztzTw1lF17
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) November 5, 2025