ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ დელეგაციას დაავალა, განაგრძონ კონსტრუქციული მუშაობა ტრამპის გუნდთან და ევროპელ პარნტიორებთან
ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ დელეგაციას დაავალა, განაგრძონ კონსტრუქციული მუშაობა ტრამპის გუნდთან და ევროპელ პარნტიორებთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში გამართული შეხვედრების შემდეგ დელეგაციის ანგარიში მოისმინა და დაავალა, განაგრძონ კონსტრუქციული მუშაობა ტრამპის გუნდთან და ევროპელ პარნტიორებთან.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„დეტალური ანგარიში მოვისმინე უკრაინული დელეგაციისგან აშშ-ში შეხვედრების შემდეგ. პირადად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც არ შეიძლება, ტელეფონით გაჟღერდეს. რუსტემ უმეროვმა და მოლაპარაკების მონაწილეებმა მომახსენეს ამერიკული მხარის ძირითადი აქცენტები. მუშაობა ჟენევის დოკუმენტის საფუძველზე წარმოებს და ამ დოკუმენტის დამუშავება მოხდა“, – წერს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინელი დიპლომატები ასევე აქტიურად მუშაობენ პარტნიორებთან, რათა ევროპული ქვეყნები და მსურველთა კოალიციის სხვა წევრები არსებითად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების შემუშავების პროცესში.

ზელენსკის თქმით, რუსებმა უკვე დაიწყეს ახალი დეზინფორმაციული კამპანია, ამერიკულ მხარესთან მათი შეხვედრის მზადების ფონზე.

„უკრაინული დაზვერვა მიაწოდებს პარტნიორებს არსებულ ინფორმაციას რუსეთის რეალური განზრახვების შესახებ და მათ მცდელობებზე, გამოიყენონ დიპლომატიური სამუშაო საბაბად, სანქციების შესარბილებლად და მნიშვნელოვანი კოლექტიური ევროპული გადაწყვეტილებების დასაბლოკად“.