ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მარტს ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა

22:17, 20.03.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მარტს ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა.

მისი თქმით, ძირითად საკითხებს შორისაა: 1. მომზადება მომავალი სამმხრივი მოლაპარაკებისთვის ომის შესაძლო დასრულების შესახებ, მათ შორის რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით; 2. უკრაინისთვის იარაღის შეძენა; 3. „დრონების შეთანხმება“, რაც გულისხმობს, აშშ-თან შეთანხმების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც კიევი შეძლებს, გაუზიაროს ვაშინგტონს ბრძოლაში გამოცდილი ტექნოლოგიები დრონებისგან თავის დასაცავად, სანაცვლოდ კი უკრაინისთვის დეფიციტურ დაცვის სისტემებს მიიღებს, მათ შორის, ბალისტიკურ რაკეტებს და უსაფრთხოების გარანტიებს.

მსგავსი