ვოლოდიმირ ზელენსკი - ზამთარი იქნება რთული, თუმცა მის გადასალახად ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს, რაც აუცილებელია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ზამთარი იქნება რთული, თუმცა მის გადასალახად ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს, რაც აუცილებელია

ზამთარი რთული იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონის გადასალახად მუშაობენ.

„ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ რისკებს. ვიცით, რომ ოკუპანტები ასევე ემზადებიან ზამთრისთვის. ხელისუფლების ყველა დონეზე მუშავდება სცენარები, რათა დავიცვათ ხალხი. ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, ზამთარი იქნება რთული. თუმცა იმისთვის, რომ ის გადავლახოთ, ჩვენ ვაგროვებთ გაზს, ქვანახშირს და ყველაფერს დანარჩენს, რაც აუცილებელია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ მოვემზადოთ. მნიშვნელოვანია, რომ ასეთივე მომზადებულები ამ პერიოდს შეხვდნენ ჩვენი პარტნიორებიც. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად იმისთვის, რომ დავაახლოვოთ მშვიდობა, როცა უფრო გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობა და ზეწოლა რუსეთზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის ზამთრის პერიოდი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, 6 ოქტომბერს პრაღაში დაგეგმილ სამიტზე ისაუბრებს.