ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი შესაძლებლობები, მეტი იარაღი მივცეთ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი შესაძლებლობები, მეტი იარაღი მივცეთ

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი შესაძლებლობები, მეტი იარაღი მივცეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად მილიონობით დოლარს ხარჯავს.

„რუსეთი ყოველწლიურად ხარჯავს მილიარდობით და მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციის გავრცელებას და ფულს უხდიან სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს. ეს ეხება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს – მგრძნობიარე რეგიონებს. აფრიკას, აზიის სხვადასხვა ნაწილს და ევროპას, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული და გამწვავებული დესტაბილიზაციისგან. როგორც ჩრდილოეთი, ისე ლათინური ამერიკა, ასევე, რუსული დაზვერვისა და დამანგრეველი საქმიანობის სამიზნეა. მრავალი თვალსაზრისით, ეს გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. ცხადია, რუსეთის რესურსებს, მათ შორის ფინანსურს, ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება თავიანთი გამბედაობით, მონდომებით და იდეებით. მეორე მხრივ, ასეთი ორგანიზაციის მუშაობა არ შეიძლება, იყოს იაფი და ეს არის მთელი მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს ამოცანა: ჩვენ უნდა ვეძებოთ და ვიპოვოთ ფინანსები ჩვენი დაზვერვის მუშაობისთვის – გავაფართოოთ დაფინანსება კონკრეტული პროექტებისთვის, კონკრეტული მიზნებისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.