ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე აგოს პასუხი ყველაფერზე, რაც გააკეთა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მზადდება სანქციების ახალი პაკეტი მათ წინააღმდეგ, ვინც რუსული აგრესიის გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

„ჩვენ ვამზადებთ რამდენიმე მნიშვნელოვან, მძლავრ ნაბიჯს, რათა უფრო მეტად გავაერთიანოთ პარტნიორები, მივცეთ მეტი ენერგია რუსული აგრესიის დანაშაულისთვის ტრიბუნალის შესაქმნელად და დაჩქარდეს ტერორისტული სახელმწიფოს დამარცხება. უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის საკმარისი არ არის, რომ რუსეთი იყოს სუსტი, როგორც ეს უკვე ხდება. ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც მან გააკეთა. ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ სანქციებს ტერორისტულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში მომუშავე პირებთან და კომპანიებთან, უცხოურ სუბიექტებთან მიმართებაში, რომელთა მიწოდება ეხმარება რუსეთს ამ აგრესიის გახანგრძლივებაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ რაც შეიძლება მალე აგოს პასუხი იმაზე, რაც გააკეთა. ვინც ამზადებს ასეთ სარაკეტო თავდასხმებს, არ შეიძლება, არ იცოდეს, რომ ის გახდება მკვლელობის თანამონაწილე. ვინც სამიზნეში იღებს და უშვებს რაკეტებს, ვინც უზრუნველყოფს თვითმფრინავებს და გემებს ტერორისთვის, არა მხოლოდ ისინი, ვინც ბრძანებებს გასცემს, არამედ ყველა, თქვენ, ყველანი, ტერორისტები და მკვლელები ხართ და ყველა უნდა დაისაჯოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.