ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველი „შაჰედის“ დრონი და საავიაციო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით არის მიწოდებული
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველი „შაჰედის“ დრონი და საავიაციო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით არის მიწოდებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყოველი „შაჰედის“ დრონი და საავიაციო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით არის მიწოდებული.

ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ასობით თავდასხმა განახორციელა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით: დაახლოებით 1 200 მართვადი საავიაციო ბომბი, თითქმის 870 დრონი და 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა. ყოველი „შაჰედის“ დრონი და საავიაციო ბომბი, რომელსაც რუსეთი იყენებს, შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით არის მიწოდებული. ეს იარაღი მოიცავს 82 000-ზე მეტ უცხოურ კომპონენტს“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე აღნიშავს, რომ მისი ადმინისტრაცია ყოველდღიურად მუშაობს პარტნიორ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყონ საჰაერო თავდაცვის სისტემები, ინვესტიციები უკრაინის თავდაცვის წარმოებაში და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რათა სამართლიანი მშვიდობა უფრო ახლოს მოვიყვანოთ და უზრუნველვყოთ უსაფრთხოების საიმედო  გარანტიები“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.