ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ იარაღის მიწოდება ყოვნდება, უკრაინელი სამხედროები ამისთვის საკუთარი სიცოცხლით იხდიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ იარაღის მიწოდება ყოვნდება, უკრაინელი სამხედროები ამისთვის საკუთარი სიცოცხლით იხდიან

ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ იარაღის მიწოდება ყოვნდება, უკრაინელი სამხედროები ამისთვის საკუთარი სიცოცხლით იხდიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ხელი მოვაწერე სახელმწიფო ჯილდოებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 127 მებრძოლის დაჯილდოებას, მათგან 68 – სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა. ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ დაპირებული იარაღის მიწოდება ყოვნდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვები უკრაინისთვის იარაღის სახეობასთან, მოქმედების მანძილთან ან სხვა ხარისხობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მეომრები თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, რათა იყოს დრო, რომელიც იხარჯება დარწმუნებაზე, რომ აუცილებელი იარაღის მიწოდება შედგეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრისთვის ემზადება და ელოდება „საფუძვლიან გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება ბრძოლის ველზე საკმაოდ ამბიციური პერსპექტივების შესაბამისი.

„აგრესორი უნდა დამარცხდეს. ეს პარტნიორებთან ერთად ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა – მოვიგოთ მეტი დრო მშვიდობისთვის, ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები იარაღითა და ჭურვებით უზრუნველყოფაში, რათა დავაჩქაროთ ჩვენი საერთო გამარჯვება“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.