ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დაბრუნება დაასრულებს რუსეთის მცდელობებს, დაამსხვრიოს უკრაინელების სიცოცხლე
ყირიმის დაბრუნება დაასრულებს რუსეთის მცდელობებს, დაამსხვრიოს უკრაინელების სიცოცხლე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არავის დატოვებს, მტერს არავის დაუტოვებს და ყველაფერს დაიბრუნებს რუსული ტყვეობიდან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართალი გაიმარჯვებს ზუსტად უკრაინის მიწებზე – დონბასში, აზოვის რეგიონში, ხერსონის ოლქსა და ყირიმში.
ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია უკრაინის საინფორმაციო მუშაობის გაძლიერება მსოფლიოს ყველა კუთხეში.
„ლოგიკურია, რომ ყირიმის გათავისუფლებით ჩვენ ისტორიულ წერტილს დავუსვამთ რუსეთის ყველა მცდელობას, დაამსხვრიოს უკრაინელების, ევროპისა და აზიის ყველა ხალხის სიცოცხლე, რომელთა დაპყრობასაც ოდესღაც კრემლი ცდილობდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ გამარჯვებას აახლოებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს ხალხს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დიდება ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ძლიერები ინფორმაციულად და დიპლომატიურად, რათა უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად მკაფიო იყოს მსოფლიოს ყველა კუთხეში. რაც უფრო მეტი იციან უკრაინის შესახებ, რაც უფრო მეტად ესმით უკრაინა, მით უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას და მით უფრო ახლოვდება ჩვენი გამარჯვება“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.