ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ კეთილდღეობას, სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა თავისუფალ ერთან
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ კეთილდღეობას, სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა თავისუფალ ერთან

ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას და თავისი სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა სხვა თავისუფალ ერთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„გულითადად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენმა ორივე ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება, მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო.

ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას და თავისი სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა სხვა თავისუფალ ერთან. ასევე ვისურვებ, რომ შესანიშნავი ქართული კულტურა, თვითმყოფადობა და სტუმართმოყვარეობა წლების განმავლობაში განივრცოს.

ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით, ჩვენი ორივე ერი იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული. საქართველოს გაუმარჯოს!“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.