ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის ყველა დონეზე, რათა უკრაინის ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის ყველა დონეზე, რათა უკრაინის ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას და საკუთარ დიპლომატიურ გუნდს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე გაავრცელა.

„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობის ყველა დონეზე უკრაინის ეროვნული ინტერესები გათვალისწინებული იყოს. ამჟამად პრაქტიკულად ყოველ საათში იმართება შეხვედრები, ხორციელდება ზარები და მიდის მუშაიბა დებულებებზე, რომლებსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მნიშვნელოვანია, შედეგი იყოს ღირსეული მშვიდობა. დიდება უკრაინას!“ – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან. უკრაინის პრეზიდენტი კოლეგებს მხარდაჭერისთვის მადლობას კიდევ ერთხელ უხდის.