ვოლოდიმირ ზელენსკი – ვლადიმერ პუტინმა უკრაინა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, მათ შორის „ცირკონით“ და მართვადი საჰაერო ბომბებით

12:56, 11.08.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა, მათ შორის „ცირკონით“ და მართვადი საჰაერო ბომბებით.

„ეს იყო სასტიკი თავდასხმა, რომელიც გათვლილია მაქსიმალური ზიანის მიყენებაზე კონკრეტულად სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამ თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. დაზიანდა როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა კიევის ჰოსპიტალიც და კომერციული ობიექტები. ასევე, ხერსონსა და ხარკოვში მდებარე ელექტროინფრასტრუქტურა. დაიბომბა დონეცკის, დნიპროსა და მიკოლაევის რეგიონებიც.

„თითოეული ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი დგამს – ბალისტიკური რაკეტების წარმოების, ჩრდილოეთკორეული აღჭურვილობის შეტანა, მობილიზაციისთვის მზადება – მიანიშნებს, რომ მოსკოვი ემზადება არა მშვიდობისთვის, არამედ ესკალაციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს კვლავ მოუწოდა, გაზარდონ დახმარება საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით „პეტრიოტის“ სარაკეტო სისტემებით.

მსგავსი