ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინი დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ მთელი ცხოვრება მართოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინი დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ მთელი ცხოვრება მართოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის იმიტაციურ არჩევნებს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია და დიქტატორმა პუტინმა ჰააგის სასამართლოში უნდა დაასრულოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მსოფლიოში ყველამ გაიგო, რომ ეს ფიგურა, როგორც უკვე ხშირად ყოფილა ისტორიაში, უბრალოდ დაავადდა ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს, რომ მთელი ცხოვრება მართოს. არ არსებობს ისეთი ბოროტება, რასაც ის ვერ განახორციელებს, რათა გაახანგრძლივოს პირადი ძალაუფლება. მსოფლიოში არ არსებობს ვინმე, ვინც დაცული იქნება მისგან“, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებს, დანაშაულია, ხოლო ერთადერთი, რისიც პუტინს ეშინია, სამართლიანობაა.