ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ რუსეთის სისუსტეს, რაც ძალიან გვჭირდება, მნიშვნელოვანია, არ შეწყდეს სანქციების დაწესება
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვხედავთ რუსეთის სისუსტეს, რაც ძალიან გვჭირდება, მნიშვნელოვანია, არ შეწყდეს სანქციების დაწესება

მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყდეს სანქციების დაწესება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„ისტორია აჩვენებს, რომ წარუმატებელი აგრესია დიქტატურებს ყოველთვის სუსტს ხდის. სინამდვილეში, ეს არის ის, რასაც ახლა ვხედავთ რუსეთში – ჩვენ ვხედავთ მათ სისუსტეს, რაც ძალიან გვჭირდება. რაც უფრო სუსტია რუსეთი და რაც უფრო მეტად ეშინიათ მის ავტორიტეტებს ამბოხებისა და აჯანყებების, მით მეტად ეშინიათ ჩვენი, თავისუფალი სამყაროს გაღიზიანების. რუსეთის სისუსტე მას სხვებისთვის უსაფრთხოს გახდის, მისი დამარცხება კი ამ ომის პრობლემას მოაგვარებს. მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყდეს სანქციების დაწესება. რაც უფრო ნაკლები პაუზა იქნება, მით უფრო ნაკლებად მოერგება რუსეთი მასზე ზეწოლას და მით უფრო ნაკლებად მოიფიქრებს სანქციების გვერდის ავლის გზებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სანქციების მეთერთმეტე პაკეტში რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მცდელობებზე ყურადღების გამახვილებისთვის.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ევროპაში მაქსიმალურ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. ამის შესახებ ევროსაბჭოს სხდომის მონაწილეებთან სიტყვით გამოსვლისას განვაცხადე“,- აღნიშნა ზელენსკიმ.