ვოლოდიმირ ზელენსკი – ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს, ხაზი გავუსვი უკრაინისთვის მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას

13:25, 28.06.2022

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინას მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემა სჭირდება. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მადრიდში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივანს.

„ტელეფონით ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მადრიდის სამიტამდე მოვახდინეთ პოზიციების კოორდინაცია. ხაზი გავუსვი მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას, რუსეთის მხრიდან ტერორისტული აქტების პრევენციისთვის,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ნატო-ს სამიტი მადრიდში დღეს იწყება. ალიანსის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში მეორედ იკრიბებიან.

მსგავსი