ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე დონალდ ტრამპსა და ემანუელ მაკრონს, ეს იყო მნიშვნელოვანი დიალოგი, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის” სამიტის შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, საუბრის მთავარი მიზანი „დიდი შვიდეულის” სამიტზე გამართული მოლაპარაკებების შეჯამება იყო.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტრამპს უკრაინის მიმართ ყურადღებისა და მშვიდობის მიღწევის პროცესში ჩართულობისთვის.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს იყო „მნიშვნელოვანი საკოორდინაციო დიალოგი, რომელსაც შეუძლია, ბევრი რამ შეცვალოს“.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ემანუელ მაკრონს „დიდი შვიდეულის” სამიტის ორგანიზებისა და „თანმიმდევრული და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის“.
„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაახლოებლად”, – წერს ზელენსკი.