ვოლოდიმირ ზელენსკი – ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მადლობა უკრაინისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის

20:32, 26.02.2022

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ ზელენსკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ წერს.

„ვაგრძელებ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ჩვენ ვაფასებთ გაწეულ ჰუმანიტარულ და მედიკამენტებით დახმარებას. მადლობა უკრაინისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი