ვოლოდიმირ ზელენსკი - ვესაუბრე ალექსანდრ ვუჩიჩს, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ორმხრივი თანამშრომლობა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სერბ კოლეგას, ალექსანდრ ვუჩიჩს ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„მე ვესაუბრე სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს. განვიხილეთ მიმდინარე საკითხები, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ორმხრივი თანამშრომლობა. კერძოდ, ვისაუბრეთ უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფორმატში ურთიერთქმედებაზე. ჩვენ მას ისე განვავითარებთ, რომ ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდოს. შევთანხმდით გრაფიკზე და მოვილაპარაკეთ, რომ კონტაქტს შევინარჩუნებთ“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩი ერთ-ერთი იყო იმ ორი ევროპელი ლიდერიდან, რომლებიც წელს მოსკოვში 9 მაისის აღლუმს დაესწრნენ.