ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება, თუმცა ბუჩაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბუჩაში მომხდარი მოვლენები გენოციდია. ამის შესახებ მან მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ ვთვლით, რომ ეს გენოციდია, მათ ყველაფრისთვის სასჯელი უნდა დაეკისროთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ პუტინთან შეხვედრა არ იქნება, თუმცა ბუჩაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, უკრაინამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს.
„ყველაზე რთულია ისაუბრო იმაზე, რაც მათ ჩაიდინეს, აღიარო ისინი მტრებად და ამასთან, იპოვო შესაძლებლობა შეხვედრისთვის, ამ შეხვედრაზე იპოვო გამოსავალი და არ დაკარგო საკუთარი ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა ნატო-ს წევრობაზე და აღნიშნა, რომ უკრაინა გახდებოდა ნატო-ს წევრი, მაგრამ ალიანსი არ არის ამისთვის მზად.
„უკრაინას არ აქვს ქვეყნების სია, რომლებსაც გარანტორად დადგომა შეუძლიათ. თუ ხვალ ჩვენ ნატო-ში გაწევრიანებას შემოგვთავაზებენ, ხვალ არ ითამაშებენ ჩვენი სიცოცხლით, არამედ სერიოზულად შემოგვთავაზებენ, ჩვენ გავწევრიანდებით. თუმცა ეს არ მოხდება, სამწუხაროდ და არ მოხდა, სამწუხაროდ. ამიტომ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიებს შევქმნით, რომელიც დაგვეხმარება, დავიცვათ სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.