ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ეცდება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების თარიღი მოაახლოოს.

მისი თქმით, არსებობს ნება იმისთვის, რომ წევრობის მოლაპარაკებები უკვე წელს დაიწყოს და ამ მხარდაჭერას უკრაინა პარტნიორებისგან გრძნობს.

„დღეს ძალიან შინაარსიანი საუბარი შედგა ევროინტეგრაციის მიმართულებით. ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მოვამზადოთ ევროკავშირში მოლაპარაკებისთვის სტარტი. კერძოდ, ამის შესახებ ვისაუბრეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. არსებობს აუცილებელი ლიდერობა და ნება იმისთვის, რომ უკვე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები წევრობაზე. უკრაინა ამაში პარტნიორების მხარდაჭერას გრძნობს და მადლობელი ვარ ამისთვის“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ქვეყანა ასევე ემზადება 16-17 თებერვალს დაგეგმილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის.

„ჩვენ გვქონდა ისეთი დღე, რომელსაც შეიძლება, ვუწოდოთ მოსამზადებელი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. უკრაინის პოზიცია, როგორც ყოველთვის, უნდა მოისმინონ. ამიტომ ვამზადებთ ჩვენს პოზიციას ისე, რომ ის გარანტირებულად გაჟღერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.