ვოლოდიმირ ზელენსკი - „ვაგნერის“ მებრძოლების ამბოხით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ
ვოლოდიმირ ზელენსკი - „ვაგნერის“ მებრძოლების ამბოხით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ

„ვაგნერის“ მებრძოლების ამბოხით მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ, – ამის შესახებ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის პატრონები არაფერს აკონტროლებენ, საერთოდ არაფერს. უბრალოდ, სრული ქაოსია. პროგნოზირებადობის სრული არარასებობაა და ეს – რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც სავსეა იარაღით. ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა რუსეთის ხელმძღვანელი მსოფლიოს 2021 წელს. მას ჰქონდა რაღაც ულტიმატუმები, ის ცდილობდა რაღაც ძალის დემონსტრირებას. 2022 წელმა აჩვენა, რომ მას შეეშალა თავისი ილუზიითა და სიცრუით, რომლითაც მას კვებავენ. ისინი იქ, კრემლში, მზად არიან, წავიდნენ ნებისმიერ ტერორზე, ნებისმიერ სისულელეზე, თუმცა არ შეუძლიათ აუცილებელი კონტროლის ერთი პროცენტის უზრუნველყოფაც კი. სწორედ ისინი არიან რეალური პრობლემა. ერთ დღეში მათ დაკარგეს თავიანთი რამდენიმე ქალაქი და აჩვენეს ყველა რუს კრიმინალს, დაქირავებულ მებრძოლს, ოლიგარქსა და ნებისმიერ სხვას, რამდენად მარტივია რუსული ქალაქებისა და, სავარაუდოდ, იარაღის არსენალების დაკავება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.