ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ყველა პარტნიორის შემართებას ომის დასრულების მიმართ, მკაფიო ნაბიჯები გვჭირდება, პარტნიორებთან მაქსიმალური კოორდინაცია
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ყველა პარტნიორის შემართებას ომის დასრულების მიმართ, მკაფიო ნაბიჯები გვჭირდება, პარტნიორებთან მაქსიმალური კოორდინაცია

ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

„მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთნაირად ვხედავთ უკრაინისთვის ჭეშმარიტად მდგრადი მშვიდობის აუცილებლობას და რუსეთის გეგმის საფრთხეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აფასებს დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ყველა პარტნიორის შემართებას ომის დასრულების მიმართ.

„მკაფიო ნაბიჯები გვჭირდება, პარტნიორებთან მაქსიმალური კოორდინაცია. ჩვენ ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ყველა პარტნიორის შემართებას ომის დასრულების მიმართ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კონსტრუქციული დიპლომატიისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადაწყვეტილებებმა იმუშაოს. შევთანხმდით შემდგომ კონტაქტებზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.