ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას
ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას

ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„შტაბთან მორიგი შეხვედრა გავმართე. ძირითადი საკითხებია დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქი, ყირიმი და ფრონტის ხაზის ტერიტორიები, ჩვენი სახელმწიფო საზღვარი. ჩვენ ვაანალიზებთ დამპყრობლის განზრახვებს და ვამზადებთ კონტრზომას, კიდევ უფრო მძლავრ კონტრზომას, ვიდრე ახლა. განვიხილეთ სამხედრო ძალების ახალი ტექნიკით უზრუნველყოფისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხები. ცალკე გავმართე შეხვედრა ენერგეტიკისა და კომუნიკაციების საკითხებზე. ჩვენ ვაფიქსირებთ შედეგებს, რაც უკვე გაკეთდა ჩვენი სისტემების დასაცავად და ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად რთული ვითარებაა დედაქალაქში, ვინიცას, ლვოვის, ოდესის, ხმელნიცკისა და ჩერკასის რაიონებში.

„ჩვენ ასევე ვამზადებთ ახალ გადაწყვეტილებებს, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ უკრაინის შიდა ცხოვრებით მანიპულირების შესაძლებლობა. დღეს ჩვენი ქვეყნის უმეტეს რეგიონებსა და კიევში დაახლოებით 6 მილიონს აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ვითარება კვლავ რთულია დედაქალაქში, ისევე როგორც ვინიცას, ლვოვის, ოდესის, ხმელნიცკისა და ჩერკასის რაიონებში. ენერგეტიკული და კომუნალური სამსახურები, ჩვენი სერვისები ყველაფერს აკეთებენ, რომ სისტემა დასტაბილურდეს და ხალხს მეტი ენერგია მეტი დროით მივცეთ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ძალიან მნიშვნელოვანია, ხალხმა გაიგოს, როდის და რამდენ ხანს არ გაუთიშავენ დენს“, – განაცხადა ზელენსკიმ.