ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ რუსეთი, გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, მზად ვართ სამმხრივი შეხვედრისთვის
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ რუსეთი, გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, მზად ვართ სამმხრივი შეხვედრისთვის

ჩვენ უნდა შევაჩეროთ ომი, შევაჩეროთ რუსეთი და გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ყოველდღიური თავდასხმის ქვეშ არის.

„დღესაც უამრავი თავდასხმა იყო. ბევრი დაშავდა, დაიღუპნენ ბავშვები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი, უნდა შევაჩეროთ რუსეთი და გვჭირდება ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მტკიცე ხალხი ვართ და მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის იდეას, რომ ეს ომი დასრულდეს დიპლომატიური გზით. მზად ვართ სამმხრივი შეხვედრისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.