ვოლოდიმირ ზელენსკი - უმაღლეს რადას წარვუდგენ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უმაღლეს რადას წარვუდგენ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ ახალ კანონს წარადგენს.

მისი თქმით, ქვეყნის პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს.

„უკრაინის რადას წარვუდგენ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცეს, არ იქნება რუსეთის გავლენა ან ჩარევა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმოქმედებს ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ყველა ნორმა. სამართალდამცავი და ანტიკორუფციული სააგენტოების ლიდერების ჯგუფისგან, უკრაინის გენერალური პროკურორისგან ველოდები წინადადებებს იმ ნორმებთან დაკავშირებით, რომლებმაც უნდა იმუშაოს. ეს იქნება საპრეზიდენტო კანონპროექტი და ჩვენ მას განვახორციელებთ სახელმწიფოს ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.