ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთით ოკუპირებულ რაიონებში მოსახლეობას წვდომა აღარ აქვს სოციალურ ქსელებთან, რუსულმა ძალებმა დაბლოკეს ყველა საშუალება და შესაბამისად, მოსახლეობა ვერ იღებს რეალურ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და უკრაინის პოტენციალზე. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ამ ხალხთან კომუნიკაციის საშუალება, მიაწოდონ ინფორმაცია.

„ჩვენ არ დავთვმობთ ჩვენს მიწას – უკრაინის მთელი სუვერენული ტერიტორია უკრაინული იქნება. ხალხმა უნდა იცოდეს ამის შესახებ. გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უთხრათ ხალხს, რომ ჩვენ მათთვის ვიბრძვით. ვიბრძვით მთელი სამხრეთისთვის, მთელი უკრაინული დონბასისთვის, იქ ახლა სასტიკი სისხლისღვრაა, სლავიანსკთან და ბახმუტთან. ჩვენ ვიბრძოლებთ ხარკოვისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით მიიწევენ წინ, მათ შორის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მიმართულებით.

„როგორც იქნა იგრძნობა, რომ მძლავრად ამუშავდა დასავლური არტილერია. იარაღი, რომელიც ჩვენი პატრნიორებისგან მივიღეთ, მისი სიზუსტე რეალურად ისეთია, როგორიც საჭიროა. ჩვენი დამცველები ძალიან საგრძნობ დარტყმებს აყენებენ შემადგენლობებსა და სხვა წერტილებს. ეს არსებითად ამცირებს რუსული არმიის შეტევით პოტენციალს“, – აღნიშნავს ზელენსკი.