ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და საქართველოს მიწების დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა, ზარალის კომპენსაცია მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და საქართველოს მიწების დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა, ზარალის კომპენსაცია მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში

გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წლის თავზე გამოვხატავთ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ამ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. მხოლოდ უკრაინისა და საქართველოს მიწების სრული დეოკუპაცია, რუსი დამპყრობლების დასჯა და იმ ზარალის კომპენსაცია, რაც მათ მოგვაყენეს, მოიტანს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.