ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვის მიმართ საფრთხეს აქვს ერთი და იგივე ფესვები, რომელიც რუსეთის აგრესიულობამ შექმნა, თუ ფესვები იგივეა, პასუხიც ერთი და იგივე უნდა იყოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და მოლდოვის მიმართ საფრთხეს აქვს ერთი და იგივე ფესვები, რომელიც რუსეთის აგრესიულობამ შექმნა, თუ ფესვები იგივეა, პასუხიც ერთი და იგივე უნდა იყოს

ჩვენი ქვეყნების მიმართ საფრთხეს ერთი და იგივე ფესვები აქვს, რომელიც რუსეთის ფედერაციის და რუსული პოლიტიკის აგრესიულობამ შექმნა. თუ ფესვები ერთი და იგივეა, მაშინ პასუხიც ერთი და იგივე უნდა იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ თუ უკრაინას დნესტრისპირეთიდან თავს დაესხმებიან, ის სათანადო პასუხს გასცემს.

თავის მხრივ, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვა აფასებს უკრაინელების ბრძოლას, რომლებიც ევროპელი მეზობლების თავისუფლებისთვის იბრძვიან.

„მოლდოვა სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დონბასი უკრაინაა, ხერსონი უკრაინაა. მარიუპოლი და ყირიმი უკრაინაა. ამ ბრძოლით უკრაინელები ევროპელი მეზობლების თავისუფლებისთვის იბრძვიან, ჩვენ, მოლდოვაში ამას ვაცნობიერებეთ და ვაფასებთ“, – განაცხადა სანდუმ.