ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წინადადება დარტყმების, სულ მცირე, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება, მაგრამ რუსეთისგან მსოფლიო ვერ ხედავს პასუხს, დარტყმების გარდა
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წინადადება დარტყმების, სულ მცირე, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება, მაგრამ რუსეთისგან მსოფლიო ვერ ხედავს პასუხს, დარტყმების გარდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კვლავ მხარს უჭერს რუსეთთან ომში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„აბსოლუტურად სამართლიანია, რომ რუსეთის ცა, აგრესორის ცა, დღეს არ არის მშვიდი, სარკისებურად. უკრაინის წინადადება დარტყმების შეწყვეტისა და, სულ მცირე, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში რჩება – ჩვენ არ უარვყოფთ ამ წინადადებას, რომელსაც შეუძლია, დიპლომატიას შანსი მისცეს. მაგრამ რუსეთისგან მსოფლიო ვერ ხედავს პასუხს – არანაირ პასუხს, ახალი დარტყმების გარდა. ეს ნათლად და აშკარად აჩვენებს ყველას, ვინ არის ომის წყარო“, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ ასევე აღიარა მრავალრიცხოვანი დრონებით თავდასხმები, რომლებიც მიმართული იყო რუსულ ობიექტებზე, მათ შორის, მოსკოვზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული სამდღიანი ზავი უკვე ძალაში შევიდა. პუტინმა უკრაინაში 8-11 მაისს ცეცხლის შეწყვეტა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ დღეებში გადაწყვიტა.