ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წინააღმდეგ ომით, რუსეთს აფრიკა მძევლად ჰყავს აყვანილი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წინააღმდეგ ომით, რუსეთს აფრიკა მძევლად ჰყავს აყვანილი

უკრაინის წინააღმდეგ ომით, რუსეთს აფრიკა მძევლად ჰყავს აყვანილი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკის კავშირის კომისიასთან ვიდეოზარის დროს განაცხადა.

ზელენსკის თქმით, საკვების გლობალური კრიზისი გაგრძელდება, რამდენადაც გრძელდება ომი უკრაინაში და ეს უკვე შეეხო 400 მილიონამდე ადამიანს მსოფლიოში, რომელიც უკრაინიდან ექსპორტზეა დამოკიდებული.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა შიმშილის საფრთხის აღმოფხვრაა. 21-ე საუკუნეში ეს საფრთხე უბრალოდ არ უნდა არსებობდეს, უკრაინისა და ჩვენი აგრარული ინდუსტრიის წყალობით. რუსეთის ომი რომ არა, თქვენ ახლა სხვა ვითარებაში იქნებოდით. სრულიად უსაფრთხო ვითარებაში. ამიტომ, შიმშილის ასარიდებლად, უნდა დასრულდეს მიწის მიტაცების კოლონიალური პოლიტიკა, მცდელობები ისეთი ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია“, – აღნიშნავს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ცდილობს, ახალი ლოჯისტიკური მიწოდების გზების უზრუნველყოფას, თუმცა 25 მილიონი ტონა მარცვლეული რუსეთის მიერ, უკრაინული პორტების ბლოკირების გამო, კვლავ ტრანსპორტირების მოლოდინის რეჟიმშია.