ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დაცვა, ჩვენს პარტნიორებს იცავს ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომლის პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დაცვა, ჩვენს პარტნიორებს იცავს ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომლის პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია

უკრაინის დაცვა, ჩვენს პარტნიორებს იცავს ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომლის პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის 85-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის. თუმცა, აღნიშნა, რომ ეს დახმარება საჩუქარი არაა, არამედ პარტნიორების წვლილია, რომელიც მათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ.

„მე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ, უკრაინის ერთი თვის ბიუჯეტის დეფიციტი ახლა 5 მილიარდი დოლარია. თავისუფლებისთვის ომში, რომ გავძლოთ, გვჭირდება სწრაფი და საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა. ეს პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხარჯები და საჩუქარი არ არის. ეს არის მათი შენატანი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს უკრაინის დაცვა ნიშნავს, პარტნიორების დაცვას ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომელთა პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია. ამიტომ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი არ იყოს წარმატებული ჩვენი სახელმწიფო წინააღმდეგ აგრესიაში, არც საბრძოლო, არც ეკონომიკური, არავითარი წარმატება“, – განაცხდა ვოლოდიმრ ზელენსკიმ.

დატოვე კომენტარი