ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ალიანსში გაწევრიანება სასარგებლოა ნატო-ს წევრებისთვისაც, თუმცა ახლა ეს შეუძლებელია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ორივე მხარისთვის აუცილებელია, თუმცა ახლა ეს შეუძლებელია. როგორც პრეზიდენტმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განმარტა, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სასარგებლოა ნატო-ს წევრებისთვისაც, რამდენადაც უკრაინა აღჭურვილია ნატო-ს შეიარაღებით, ისეთი ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც პარტნიორებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ.
„შესაბამისად, ეს ნატო-ს გაძლიერება იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინას ომის წარმოების ათწლიანი გამოცდილება აქვს.
„საუბარი არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე. ეს არის ეკონომიკაც, გადარჩენაც, კიბერთავდასხმებიც, საბანკო სისტემა, ენერგეტიკული სექტორი“, – განაცხადა ზელენსკიმ.