ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის არმია სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ქვეყნის სამხრეთით, ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის არმია სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს ქვეყნის სამხრეთით, ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ქვეყნის სამხრეთით უკრაინის არმიის წარმატებებზე ისაუბრა.

„დღეს წინა ხაზიდან კარგი ამბებია. მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმია საკმაოდ სწრაფ და ძლიერ წინსვლას აწარმოებს, ჩვენი ქვეყნის სამხრეთით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ფსევდორეფერენდუმისგან, მხოლოდ ამ კვირას, უკვე რამდენიმე ათეული დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. საუბარია ხერსონის, ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებზე.

„კერძოდ, ოკუპანატებისგან გათავისუფლებულია და სტაბილიზებულია დასახლებული პუნქტები – ლიუბიმოვკა, კეშჩენკოვა, ზოლოტაია ბალკა, ბელიაევკა, უკრაინკა, დავიდოვ ბროდი, დიდი და პატარა ალექსანროვკები. ეს არ არის სრული სია. ჩვენი მეომრები არ ჩერდებიან. მხოლოდ დროის საკითხია, როდის განვდევნით ოკუპანტებს მთელი ჩვენი მიწიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.