ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინაზე საუბარი არ უნდა იყოს უკრაინის გარეშე და მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებიც უნდა იყვნენ, დღეს მნიშვნელოვანია, ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წავიდეს
KYIV, UKRAINE - MARCH 11, 2022 - President of Ukraine Volodymyr Zelenskyy is pictured during his regular address to the nation, Kyiv, capital of Ukraine. The head of state said that everyone was gaining glory for Ukraine in his or her place. The custom-size photo is courtesy of the press service of the Office of the President of Ukraine. (Photo credit should read UKRINFORM/ Ukrinform/Future Publishing via Getty Images)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ მიიღებს რუსეთსა და ამერიკას შორის მიღწეულ არანაირ ორმხრივ შეთანხმებას უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
„ჩვენ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, უბრალოდ ვერ შევძლებთ რაიმე შეთანხმების მიღებას ჩვენი მონაწილეობის გარეშე“, – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
„დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი პუტინის გეგმის მიხედვით არ წავიდეს. მას სურს, ყველაფერი გააკეთოს, რათა მოლაპარაკებები ორმხრივი იყოს – რუსეთსა და აშშ-ს შორის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცახდებით, ტრამპის პუტინთან სატელეფონო ზარს არ განიხილავს, „როგორც იმის ნიშანს, რომ რუსეთთან საუბარი აშშ-ის პრეზიდენტის პრიორიტეტი იყო“. თუმცა, მისივე თქმით, ეს სასიამოვნო არანაირად არ იყო.
„უკრაინაზე საუბარი არ უნდა იყოს უკრაინის გარეშე და მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელებიც უნდა ისხდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ტრამპს უთხრა, რომ უკრაინის პრიორიტეტი არის „უსაფრთხოების გარანტიები“, რისთვისაც ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.