ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სურს, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შექმნას ერთობლივი საჰაერო თავდაცვის ფარი, რათა დაიცვას თავი რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას სურს, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შექმნას ერთობლივი საჰაერო თავდაცვის ფარი, რათა დაიცვას თავი რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან

უკრაინას სურს, ევროპელ პარტნიორებთან ერთად შექმნას ერთობლივი საჰაერო თავდაცვის ფარი, რათა დაიცვას თავი რუსეთიდან მომავალი საფრთხისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, სჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება უკრაინისა და ევროპაში უსაფრთხოების მიმართ შეიცვალა.

ნატო-ს ლიდერებმა განაცხადეს, რომ რუსეთი პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში შეჭრით ალიანსის მზადყოფნასა და სიმტკიცეს ცდის.

„10 სექტემბრის ღამეს პოლონეთის წინააღმდეგ დრონების ტალღა გამოცდა იყო არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ მთელი ნატო-სთვის. რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს და ჩრდილოეთ ევროპაში დრონების ახალი ინციდენტები ნატო-სა და მსოფლიოსთვის კიდევ ერთი გამოცდაა. რუსეთი ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია, წავიდეს. მას სურს, დაძაბულობა გადაიტანოს უკრაინის წინააღმდეგ მისი ქვეყნის მიერ წარმოებული სასტიკი ომისგან. უკრაინა პოლონეთს და ყველა ჩვენს პარტნიორს სთავაზობს, შექმნან ერთობლივი, ჭეშმარიტად საიმედო ფარი რუსული საჰაერო საფრთხეებისგან და ეს შესაძლებელია. უკრაინას შეუძლია ყველა ტიპის რუსული დრონებისა და რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლა და რეგიონში თუ ერთად ვიმოქმედებთ, ამისთვის საკმარისი იარაღი და წარმოების სიმძლავრე გვექნება. რუსეთი თუ დაკარგავს ცაში დარტყმის შესაძლებლობას, ის ვერ შეძლებს ომის გაგრძელებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.