ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ნათლად ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას ნათლად ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი

უკრაინას ნათლად ესმის, რისთვის ემზადება რუსეთი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ჩვენ ეტაპობრივად ვგეგმავთ პარტნიორებთან მუშაობას. უახლოესი თვეები, მაისი და ივნისი უნდა გახდეს უკრაინისთვის აქტიურობის დრო, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს ამ ომში. ჩვენ ნათლად გვესმის, რისთვის ემზადებიან, რა უნდათ რუსეთში, რომ შეკრიბონ ჯარისკაცები და ყველა ჩვენგანს, ჩვენს პარტნიორებს, უნდა გვქონდეს პასუხი რუსეთის ოპერაციებზე, მის ნებისმიერ ოპერაციაზე. ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი. ეს არის უკრაინის ისტორიული შანსი, დაარღვიოს რუსული რევანშიზმი და ჩვენ უნდა ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით ჩვენი შვილების საიმედო უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოისმინა დეტალური მოხსენება ალექსანდრ სირსკისგან საკვანძო სფეროებში, პოზიციების დაცვასა და გაძლიერებაზე. მათ ასევე განიხილეს თავდაცვის ძირითადი გეგმები და უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქტიური მოქმედებები.