ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას დიდი ბრიტანეთის ლიდერობის იმედი აქვს
უკრაინას დიდი ბრიტანეთის ლიდერობის იმედი აქვს, – აღნიშნულის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
უკრაინის ლიდერის თქმით, ამის შესახებ ტელეფონით პირადად ესაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ლიზ ტრასს.
„ჩვენ დიდი ბრიტანეთის იმედი გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკური და თავდაცვითი მხარდაჭერის კონსოლიდაციაში უკრაინისთვის, კერძოდ, ჩვენი ცის დასცავად. ასევე, რუსეთის მეტად იზოლაციაში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
I’ve had a phone call with Prime Minister @trussliz. We count on 🇬🇧’s leadership in consolidating international political and defense support for Ukraine, in particular regarding the protection of our skies. And also in the further isolation of Russia.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 10, 2022