ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას დასჭირდება დრო და დიდი ძალისხმევა, რომ ომში აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობის კუთხით რუსეთის უპირატესობა შეცვალოს
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას დასჭირდება დრო და დიდი ძალისხმევა, რომ ომში აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობის კუთხით რუსეთის უპირატესობა შეცვალოს

უკრაინას დასჭირდება დრო და დიდი ძალისხმევა, რომ ომში აღჭურვილობისა და იარაღის რაოდენობის კუთხით რუსეთის უპირატესობა შეცვალოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ახლა დონბასში ძალიან რთული სიტუაციაა. ფაქტობრივად, რუსული არმიის მთელი რესურსი, რაც ჯერ კიდევ აქვთ, იქაა გადასროლილი შეტევისთვის. ლიმანი, პოპასნაია, სევეროდონეცკი, სლავიანსკი – ოკუპანტებს იქ ყველაფრის განადგურება სურთ, მაგრამ ჩანაწერებში გვესმის მათი საუბარი, რომ არაჩვეულებრივად ესმით, რომ ამ ომს რუსეთისთვის აზრი არ აქვს, რომ სტრატეგიულად მათ არმიას არანაირი შანსი არ გააჩნია, მაგრამ საჭიროა დრო და ერის დიდი ძალისხმევა, რომ ვაჯობოთ, აღჭურვილობისა და იარაღის თვალსაზრისით მათი უპირატესობა გადავწონოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის დროს.

პრეზიდენტის თქმით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 016 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია შეძლეს.