ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ წინადადებები გადასცა როგორც მთავარ პარტნიორებს, ასევე პუტინის მეგობრებს, რომლებმაც ჩვენგან გაიგეს, რომ შეხვედრა და ამ ომის დასრულება შესაძლებელია

00:42, 27.06.2026

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ „პუტინის მეგობრებს“ გადასცა წინადადებები ომის დასრულების განსახილველად შეხვედრის შესახებ.

„ჩვენ ომი არ გვჭირდება. უკრაინამ წინადადებები გადასცა როგორც მთავარ პარტნიორებს, ასევე პუტინის მეგობრებს, რომლებმაც ჩვენგან გაიგეს, რომ შეხვედრა შესაძლებელია და ამ ომის დასრულება შესაძლებელია. საჭიროა, რომ რუსეთმა გადადგას ეს ნაბიჯი მშვიდობისკენ“, – აღნიშნა  ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი მეომრები ყოველდღიურად ამტკიცებენ ქვეყნის სამხედრო სიძლიერეს.

„ეს ჩვენი სამართლიანი პასუხია რუსეთის მიმართ ამ ომისთვის –  ომისთვის, რომელიც რუსეთმა დაიწყო და რომელიც მან უნდა დაამთავროს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი