ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რითიც საავიაციო ძალებს გააძლიერებს
უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რითიც უკრაინის საავიაციო ძალებს გააძლიერებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეთანხმება ორშაბათს, მისი საფრანგეთში ვიზიტის დროს გაფორმდება.
„ისტორიული შეთანხმება მოვამზადეთ საფრანგეთთან. ეს იქნება ჩვენი საავიაციო ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება, ჩვენი ცის დაცვა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, სამშაბათს ესპანეთში „შედეგიანი ვიზიტი“ ელოდება, რომელსაც დიდი ხანია, ამზადებენ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესპანეთი კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც რეალურად ეხმარებიან უკრაინას.